ინტელის სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Saturday, 5 March 2016
მე-8 დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით,გაკეთდა შესაბამისი კომენტარები რჩევის სახით,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ,გავეცანით უკვე შექმნილ შაბლონებს,რომლითაც მასწავლებელს შეუძლია დახმარება გაუწიოს შედარებით სუსტ მოსწავლეს პროექტის მიმდინარეობისას და ვემზადებით შემდეგი- ტრენინგის ბოლო დღისათვის ,როდესაც მოვახდენთ ჩვენი პროექტის წარდგენას.
Sunday, 28 February 2016
მე-7 დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ ტრადიციულად გამეორებით,განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომის ადაპტირებული ნიმუში,შევქმენით შეფასების რუბრიკები რომელიც ავტვირთეთ გუგლის ვირტუალურ დისკზე ,გავიხსენეთ პრეზენტაციის განთავსება ბლოგზე.ასევე გავეცანით google drive-ში დოკუმენტზე როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად.
Saturday, 27 February 2016
მე-6 დღის რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით,ასევე განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის ისინი,დავწერეთ ანალიზი-რატომ ავირჩიეთ თვითეული მათგანი,შემდეგ ეს ნამუშევარი ავტვირთეთ google drive-ში , ვისწავლეთ ასევე ინტერნეტ სივრცეში ბმულის გაკეთება
Sunday, 21 February 2016
მე-5 დღის რეფლექსია
ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით,საშინაო დავალების ანალიზი მოვახდინეთ,გავეცანით საავტორო უფლებებს და მის შაბლონებს.დავასრულეთ მასწავლებლის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.მივიღეთ საშინაო დავალება -შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია
Subscribe to:
Posts (Atom)