Saturday 5 March 2016

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით,გაკეთდა შესაბამისი კომენტარები რჩევის სახით,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ,გავეცანით უკვე შექმნილ შაბლონებს,რომლითაც მასწავლებელს შეუძლია დახმარება გაუწიოს შედარებით სუსტ მოსწავლეს პროექტის მიმდინარეობისას და ვემზადებით შემდეგი- ტრენინგის ბოლო დღისათვის ,როდესაც მოვახდენთ ჩვენი პროექტის წარდგენას.

Sunday 28 February 2016

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ  ტრადიციულად გამეორებით,განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომის ადაპტირებული ნიმუში,შევქმენით შეფასების რუბრიკები რომელიც ავტვირთეთ  გუგლის ვირტუალურ დისკზე ,გავიხსენეთ პრეზენტაციის განთავსება ბლოგზე.ასევე გავეცანით google drive-ში დოკუმენტზე როგორ ვიმუშავოთ ერთობლივად.

მოსწავლის ნიმუში

Saturday 27 February 2016

21-საუკუნის უნარ-ჩვევები

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

მე-6 დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების განხილვით,ასევე განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის ისინი,დავწერეთ  ანალიზი-რატომ ავირჩიეთ თვითეული მათგანი,შემდეგ ეს ნამუშევარი ავტვირთეთ google drive-ში , ვისწავლეთ  ასევე  ინტერნეტ სივრცეში ბმულის გაკეთება

Sunday 21 February 2016

მე-5 დღის რეფლექსია

ტრადიციულად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით,საშინაო დავალების ანალიზი მოვახდინეთ,გავეცანით საავტორო უფლებებს და მის შაბლონებს.დავასრულეთ მასწავლებლის პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.მივიღეთ საშინაო დავალება -შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია

პორტფოლიოს პრეზენტაცია